უარი ევროკავშირს - რეჟიმის ამ გადაწყვეტილებას სულ მალე პრეზიდენტი უნდა გამოეხმაუროს. ბრიფინგი წუთი-წუთზე დაიწყება. ამასობაში დედაქალაქის სხვადასხვა წერტილში, მათ შორის "ოცნების" გორგასლის ქუჩაზე მდებარე ოფისსა და პარლამენტთან იგეგმება საპროტესტო აქციები.
საქართველოს კონსტიტუციის სრულად აშკარა დარღვევა. საქართველოს ხელისუფლებამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ უარს ამბობს მოლაპარაკებების გახსნასა და ევროკავშირის დაფინანსებაზე. ეს ხდება მიტაცებული არჩევნებიდან ერთ თვეში და ე.წ. მთავრობის დამტკიცებიდან სულ რამდენიმე საათში. ამ განცხადებამდე კობახიძემ შესავალი გააკეთა დეზინფორმაციის კასკადით, ამასთან ევროკავშირს შანტაჟის იარაღი უწოდა, შეტევა მიიტანა კანდიდატის სტატუსზე.
კადრში ჩანს რამდენიმე პროტესტის ეპიცენტრი. მოქალაქეები, პირველ რიგში, მივიდნენ ,,ოცნების" ოფისთან მოღალატეობრივად შეფასებული განცხადება გააკეთა რეჟიმის პრემიერმინისტრმა. სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები ემზადებიან განცხადების გასაკეთებლად. ასევე ორბელიანების სასახლეა ეპიცენტრი, სადაც პრეზიდენტი საგანგებო რეჟიმში ხვდება, როგორც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, ისე ოპოზიციის ლიდერებს.
